ზურაბ ჯაფარიძე - გვაქვს შუამდგომლობები, მათ შორის, გირაოს გაუქმებაზე, ისინი ალბათ დააყენებენ პატიმრობაზე, ის ხდება, რასაც ველოდით - ერთადერთი მიზეზი, რატომაც აგრძელებენ სასამართლოს, საპოლიციო ძალების მობილიზება აღარ უნდათ მეორედ

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ მერე, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შესვენების დროს ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, დაცვის მხარემ რამდენჯერმე მოითხოვა თეა წულუკიანის დაკითხვა, თუმცა, წულუკიანამდე ამბავი არც მიაქვთ, რადგან „ვერ ბედავენ და სასამართლოშივე ჩეხენ ამ ამბავს“.

„ყველა შუამდგომლობიდან, რომელიც ჩვენმა მხარემ დააყენა, მოსამართლემ არცერთი არ დააკმაყოფილა და ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, ცხადია, მოსამართლე აკმაყოფილებს. თუმცა, ჩვენც გვაქვს შუამდგომლობები, მათ შორის, გირაოს გაუქმებაზე, ისინი ალბათ, მერე დააყენებენ პატიმრობაზე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ის ხდება, რასაც ველოდით.

თეა წულუკიანის დაკითხვაზე შუამდგომლობა მანამდეც გვქონდა დაყენებული, რამდენჯერმე მივმართეთ და ყოველ ჯერზე სასამართლომ უარი თქვა. წულუკიანამდე არც მისულა ეს ამბავი, ვერც ბედავენ, რომ მიიტანონ, აქვე ჩეხენ მაგ ამბავს და აქვე ამბობენ უარს. ამბავი ის იყო, რომ წულუკიანი მოსულიყო და აქედან იქნებოდა კითხვა, მე რატომ მიბარებენ საერთოდ.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ. ამათმაც და მოსამართლემაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ, მეორედ ამ ხალხის მობილიზების თავი აღარ აქვთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ პროტესტი გაგრძელდეს, რადგან გარედან უნდა ჩანდეს, რომ ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის.

„წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და რუსთაველზე საღამოს. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამბავი. გარედან რომ შეხედავენ ამ ამბავს, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს