მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძისთვის ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატების მხრიდან სასამართლო პროცესიდან გასვლა, სასამართლოს პროცესის გაჭიანურების მცდელობაა.

თუმცა, მოსამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა მოსამართლეს ორდერი წარუდგინა და განუმარტა, რომ ის დაიცავდა ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს.

აღნიშნულს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა, რომ მისი ინტერესები სწორედ მას დაეცვა.

მოსამართლის შეკითხვაზე, როდის შეთანხმდნენ ისინი, რომ ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი ყოფილიყო, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ერთი წუთის უკან".

მოსამართლემ კი, ქეთი ჩომახაშვილს ზურაბ ჯაფარიძის ინტერესების დაცვაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც ქეთი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომა დატოვა.

"თქვენ ზურაბ ჯაფარიძეს ყველა უფლება დაურღვიეთ, შეგიძლიათ როგორც გინდათ ისე ჭრა და კეროთ",- მიმართა ქეთი ჩომახაშვილმა, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება