ირაკლი ჩომახაშვილი - ზურაბ ჯაფარიძის სურვილიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ სხდომის დარბაზი - ვეღარ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს, დავრჩეთ

ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს, რომ დავრჩეთ სასამართლო დარბაზში, შესაბამისად, ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ სხდომის დარბაზი. არ ვიცი, პროცედურები როგორ გაგრძელდება, ეს არის მათი გადასაწყვეტი, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ახლა სხდომა ან უნდა გადაიდოს, ან სახაზინო ადვოკატი დაუნიშნონ ჯაფარიძეს, რომელიც საქმის მასალებს უნდა გაეცნოს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და, ასევე, არაერთი შუამდგომლობა უნდა დააყენოს, მათ შორის, დევნის შეწყვეტაზე.

“ჩვენ არაერთი შუამდგომლობა დავაყენეთ, რომელიც არ დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე ზურამ გადაწყვიტა, რომ აზრი არ ჰქონდა მისი ადვოკატების იქ ყოფნას, ეს იყო ზურას გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებას ვეთანხმებით სრულად, მას თუ არ სურს და ჩვენც ვეღარ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს, რომ დავრჩეთ სასამართლო დარბაზში, შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ, ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ სხდომის დარბაზი. არ ვიცი, პროცედურები როგორ გაგრძელდება, ეს არის მათი გადასაწყვეტი. სასამართლომ მოგვცა შენიშვნა, რომ ეს იქნებოდა დარღვევა, მაგრამ მე მივანიშნე სასამართლოს, რომ 11-პირიან საქმეზეც ასე მოხდა, მაგრამ ეთიკის კომისიამ ეს დარღვევად არ ჩათვალა, ამიტომ ძალიან დიდი იმედი ნუ ექნება, რომ დარღვევად იქნება ეს გამოცხადებული.

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოიფიქრებენ, რას მოიფიქრებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. სხდომა ან უნდა გადაიდოს, ან უნდა გაგრძელდეს, საზოგადოებრივ ადვოკატს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მასალებს გაეცნოს. არაერთი შუამდგომლობა არის დასაყენებელი, მათ შორის, დევნის შეწყვეტასა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე”, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება