ალენ ბერსე - რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში

ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება - რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონები ორმაგის სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს.

“ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს. მაგრამ, როგორც ნათელი გავხადე, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს.

ეს კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ. რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში”, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება