ნიკა გვარამია - ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ - ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ სხვანაირად მოხდეს, მაგრამ არ მოხდება, რეჟიმი დგას დაჭერებზე და შიშზე

ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც სასამართლო სხდომათა დარბაზში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

ნიკა გვარამიას თქმით, საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება კიდევ უფრო გართულდება.

„დღეს ეს უკვე ნამეტანი იყო. ამდენჯერ პატიმრობაში ვარ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა მართლა ნამეტანი იყო. უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ - იქნება თუ არა რამე? არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ სხვანაირად მოხდეს, მაგრამ არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ და შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ. ოლიგარქია სანამ იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. მხოლოდ მკაფიო და რადიკალური. ზოგიერთს, რომ ეგონა, რომ აშშ-მა ეს თქვა გუშინ და ამიტომ ბიძინა გადაიფიქრებს, ასე არ არის, ბიძინას არ აქვს უკან დასახევი გზა, უმძიმეს ჩიხშია. აწი თუ უფრო გართულდება საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს