ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლომ სრულად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება - ბრალდებული სხდომათა დარბაზში დაცვის გარეშე მისი ადვოკატების პერფორმანსით დარჩა

ბრალდებული სხდომათა დარბაზში დაცვის გარეშე დარჩა მისი ადვოკატების მიერ განხორციელებული პერფორმანსით, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეს კანონი აძლევს საშუალებას, რომ პროცესი ბრალდებულის ადვოკატის გარეშე გააგრძელოს.

“სასამართლომ სრულად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს, ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებობდა საფუძვლები. ბუნებრივია, ბრალდებული როდესაც არ ახორციელებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას, არღვევს კანონმდებლობას, უგულებელყოფს სასამართლოს განჩინებას, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი და ეს არის აღკვეთის ღონისძიების მიზნების ბუნებრივი ლეგიტიმაციის დარღვევა, აქედან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული იქნა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და სასამართლომ სწორად შეაფასა და შეუფარდა მას პატიმრობა.

ჩვენ აქ პერფორმანსი ვიხილეთ ადვოკატების, რომელიც პროცესის დაწყებიდანვე ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას დაწყებული შუამდგომლობიდან, რომელსაც ისინი აყენებდნენ, ამის შემდგომ დემონსტრაციულად დატოვეს მათ დარბაზი, ბრალდებული განზრახ ჩააყენეს ამ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ იურისტები არიან და იაზრებენ, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

სასამართლომ სწორად იმსჯელა აქაც, როდესაც სახაზინო წესით არ დაუნიშნა მას ადვოკატი, ვინაიდან ამასაც სჭირდება კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესი და პროცედურა და ამის შემდგომ, ბუნებრივია, პროცესი სრულიად სამართლიანად გაგრძელდა, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან არ იყო სავალდებულო დაცვა”, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. მას ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება