ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან საზღვარზე „ბუფერული ზონა” შეიქმნება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

“უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს”, - განაცხადა პუტინმა.

გადაწყვეტილების სხვა დეტალები მას არ გაუჟღერებია.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!