გიგი წერეთელი - ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება ძალიან სწრაფად მოიტანს „MEGOBARI აქტის“ დასრულებას, ტრამპის ხელმოწერას და პრაქტიკულად, განსაზღვრავს პოლიტიკას აშშ-ს მხრიდან - ეს არის მხოლოდ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი

ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება ძალიან სწრაფად მოიტანს „MEGOBARI აქტის“ დასრულებას და ტრამპის მიერ ხელის მოწერას, პრაქტიკულად, განსაზღვრავს პოლიტიკას აშშ-ს მხრიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან.

„როცა ასეთ ნაბიჯებზე მიდიხარ, ეს შეუთავსებელია ევროპულ ინტეგრაციასთან ან აშშ-თან მოსალოდნელ დალაგებასთან. არ ვიცი, ალბათ, ესეც ტესტია, ელოდებიან რა რეაქცია იქნება და როგორი. მე მგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება და შემდეგ კიდე ყველაფრის ამავე კალაპოტში გაგრძელება, ძალიან სწრაფად მოიტანს „MEGOBARI აქტის“ დასრულებას და ტრამპის მიერ ხელის მოწერას, პრაქტიკულად, განსაზღვრავს პოლიტიკას აშშ-ს მხრიდან.

ყველა ამას აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია ასეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში და ის ნაბიჯებს დგამდეს ევროპული ინტეგრაციისკენ. ეს არის მხოლოდ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის მოსაზებით, თუ ხელისუფლების მიზანია, რომ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში დასავლეთთან, მაშინ ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „აუხსნელია“ და საჭიროა, რომ საპირისპირო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

„რუბიომ ძალიან ნათლად თქვა, რომ ჩვენ ვართ შეფასების პროცესში და ძალიან მალე იქნება გარკვეული, რა იქნება საბოლო ჯამში. საქართველოში დღეს მოქმედი ხელისუფლება აჩქარებს ამ პროცესს. ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება კიდევ უფრო დააჩქარებს აშშ-ში - თუ აქ გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ რაც შეიძლება დროულად გაწყვიტონ ყველანაირი კავშირი დასავლეთთან, აშშ-თან, მაშინ ამას ბევრი ახსნაც არ უნდა, მაგრამ აუხსნელია იმ შემთხვევაში, როცა თითქოს მიზანია, რომ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში და ამ დროს, აქ ხდებოდეს ამგვარი ანტიდემოკრატიული და ავტოკრატიული ნაბიჯების გადადგმა. თუ დღეს მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას ჭირდება ურთიერთობა დასავლეთთან და არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ისევ რუსეთთან უნდა დარჩეს, მაშინ საპირისპირო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო დრამატულ მოვლენებს მოვესწრებით და რა თქმა უნდა, კარგად არ დასრულდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს