ნიკა მელია - 29 მაისს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ ვაპირებ - არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 29 მაისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას.

როგორც მელია აცხადებს, არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას - „ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას“.

„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი.

არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობს საქმეზე ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს