„დიდი შვიდეული“ - რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული იქნება მანამ, სანამ რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს და მიყენებული ზარალისთვის უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის

ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს - რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეშია აღნიშნული.

„ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს და ვაფასებთ უკრაინელი ხალხისა და ეკონომიკის უზარმაზარ გამძლეობას. უკრაინამ მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა. „დიდი შვიდეული“ კვლავ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე მხარდაჭერის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მუდმივ ძალისხმევას. თუ ასეთი ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდა, გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლას, მათ შორის ზეწოლის ვარიანტებს, როგორიცაა სანქციების შემდგომი გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კერძო სექტორის მობილიზაცია მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის, რომლის ხარჯებიც მსოფლიო ბანკის მიერ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 524 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

„გავაგრძელებთ მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინის ადრეული აღდგენისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, რომელიც რომში გაიმართება 2025 წლის 10-11 ივლისს. გარდა ამისა, ვეთანხმებით უკრაინასთან ერთად მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არცერთი ქვეყანა ან ორგანიზაცია, ან იმ ქვეყნების ორგანიზაცია, რომლებმაც დააფინანსეს ან მოამარაგეს რუსეთის ომის მანქანა, არ იყოს უფლებამოსილი, მიიღოს მოგება უკრაინის რეკონსტრუქციიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს