რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონებით და რაკეტით შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ლიპეცკის ოლქის იელეცის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნისა და მისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იელეცის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნისა და გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ისინი ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის „ვნუკოვოს“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ 9 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.

დრონებით შეტევის შესახებ იუწყება ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევიც. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ ორ დღეში 37 დრონი ჩამოაგდო.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ლგოვზე ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 30 კერძო სახლი, სამი მრავალბინიანი კორპუსის 26 ბინა, ორი მაღაზია, ავტოსამრეცხაო, 14 მსუბუქი ავტომობილი და ცხრა სატვირთო მანქანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს