ანდრეი სიბიგა „ბუფერული ზონის“ შექმნაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე - პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს

ვლადიმერ პუტინის ახალი აგრესიული განცხადებები აშკარად უარყოფს სამშვიდობო მცდელობებს და აჩვენებს, რომ ის იყო და რჩება ერთადერთ მიზეზად, რის გამოც მკვლელობები გრძელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შექმნასთან დაკავშირებით.

„მსოფლიოს შევახსენებ, რომ პუტინის განცხადებები „ბუფერული ზონის“ შესახებ სრული და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის, მკვლელობების შეჩერებისა და მშვიდობის ხელშეწყობის აქტიური მცდელობების ფონზე გაკეთდა“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება. “უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს”, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს