GCCA-ის გადაწყვეტილებით რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა და შპს „რუსთავის ავტობაზრობას“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყებამ დაადგინა, რომ 2023 წელს, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და ,,ხარჯი პლუს მარჟას“ შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ისე შეფასდა, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.

„სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს (მოკვლევის შედეგად, ორივე კომპანია განისაზღვრა ერთიან ეკონომიკურ სუბიექტად) სანქციის სახით ჯამურად - 848 276 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, მოკვლევის ფარგლებში, ორივე მოპასუხე კომპანია, სააგენტოსთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გამო, 3-3 ჯერ დაჯარიმდა - ჯამში 26 000 ლარით, ხოლო საბოლოოდ ინფორმაციის მიღება სასამართლოს შუამდგომლობით განხორციელდა.

შესაბამის სექტორში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების და სამომავლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურმა აგენტებმა - მომსახურების/პროდუქციის საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები შეაფასონ და გაითვალისწინონ.

GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი თვის ვადაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება