ნოდარ არველაძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე - ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა, მერე წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს - მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტი ნაცემი სხვები იყვნენ

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული ნოდარ არველაძის განცხადებით, აქციის დარბევის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს და სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნოდარ არველაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ვიყავით მიტინგზე, წვიმა დაიწყო, აღარ გვაცადეს დაშლა, შემოვარდნენ და დაგვიწყეს ცემა-ტყეპა. ზოგი იქით გავიქეცით, ზოგი აქეთ. მე პირველი საშუალო სკოლისკენ გავიქეცი, იქ დამიჭირეს და მცემეს. დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით [მირტყამდა]. პირველი თავში მომარტყეს. მერე ხელები შეგვიკრეს და ასფალტზე გადმოგვათრიეს. მერე იქიდან წაგვიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. მერე იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტი ნაცემი სხვები იყვნენ. მთელი ღამე იქ ვიყავით და დილით გამოგვიშვეს“, - განაცხადა ნოდარ არველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება