გიტანას ნაუსედა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი - სანქციების მე-18 პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია, ამიტომ შემდეგი შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ერთი ან ორი სახელმწიფოს გარდა, ყველას გვესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ, ჩვენ სანქციების მე-18 პაკეტის რაც შეიძლება მალე მიღების მომხრე ვართ და მჯერა, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი უკიდურესად პრინციპული უნდა იყოს და არ უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგე ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებს.

„სანქციების ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობისა და გაზის ყველა მთავარ მიმღებს - „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს და ასევე უნდა გამორიცხავდეს ყველა რუსულ ბანკს SWIFT-ის პროგრამიდან“, - განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი 20 მაისს დაამტკიცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა