ვიქტორ ჯაფარიძე - სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს

სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, შეხვედრაზე რომ შევედით, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კომისიის სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას 17 თუ 18 დეპუტატი ესწრებოდა, თვითონ კი იმ პერიოდში, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტში მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

„ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა, რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში.

ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები", - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

გარდა ამ საკითხისა, სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძემ ისაუბრა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაზე. მისი თქმით, „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილ დირექტორს, გიორგი თარგამაძეს მაშინ „დერეფანი გაუკეთეს და ისე დატოვა ტელევიზია“.

„ეს ამბავი როდესაც მოხდა, როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა. „ეს არ არის ჭორი, ბატონო ვიქტორ?! მე ეს ჭორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ, საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს პატივისცემის პირობებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა“.

„ვადასტურებ, ეს მე ჩემი თვალით ვნახე. როდესაც გადავწყვიტე, რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, გადავურეკე კახა კუკავას, გოჩა ჯოჯუას რამე ხომ არ მეშლება, ან შეცდომით მახსოვდა და მათ დამიდასტურეს, რომ რასაც მე თქვენ გიყვებით იგივე დამიდასტურეს. გიორგი თარგამაძეს დერეფანი გაუკეთეს, მიაცილებდნენ ქოლგით, ჩვენც [ დეპუტატებს] გაგვიკეთეს დერეფანი, მაგრამ გვაგინებდნენ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო