თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

ვერანაირი მორალით ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ეს ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორც არის 26 მაისი და 9 აპრილი, - ასე უპასუხა კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კითხვას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რუს ქოცების“ ადგილი რუსთაველის გამზირზე არ არის და ვერ იქნება“.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, თავად განსაჯოს, როგორ იმოქმედებს იმისთვის, რომ დაიცვას ის დღე, რომელიც ძალიან ძვირფასია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ამ შემთხვევაში, ეს არის 26 მაისი“, -განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის და პარტიის წევრებთან ერთად იქნება.

„26 მაისს ტრადიციულად ვხდებით რუსთაველზე. პირადად, არა მხოლოდ პარტიის წევრებთან ერთად, არამედ ოჯახის წევრებთან ერთად. ხშირ შემთხვევაში შვილებთან ერთად, წელსაც ვგეგმავ, რომ ასე, ტრადიციულად შევხვდეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა. ყველაფერი ის, რასაც ხელყოფს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად და რის გამოც, ჩემი ღრმა რწმენით, „რუს ქოცების“ ადგილი რუსთაველის გამზირზე არც 26 მაისს, ისევე როგორც 9 აპრილს, არ არის და ვერ იქნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება