პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

დეპუტატების წინაშე ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გამოძიების ეფექტურობას და ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნული სამსახურის სტატუსთან არსებობს, აღმოიფხვრება.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური კონკრეტულ დანაშაულებს იძიებდა, მაგრამ მასზე ზედამხედველობა და საპროცესო ხელმძღვანელობას ისედაც პროკურატურა ახორციელებდა.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ის უფლებამოსილებები, ის საქმეები, რომლის გამოძიებასაც ახორციელებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს - საქართველოს პროკურატურას, შესაბამისად, სამსახური უქმდება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ერთის მხრივ, როგორც გამოძიების ეფექტურობას და ზოგადად, სისხლის სამართლებრივი საქმეების წარმართვის ეფექტიანობას, ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ცვლილება 20 კანონში შედის. დღესვე, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება