ვახტანგ ყოლბაია - დღეს პუტინი ცდილობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს - სანამ თავის პოლიტიკას არ მიაღწევს, ყველაფერს გააკეთებს, რომ კვერით და თაფლით საბოლოოდ, ყველას ინტერესები დააკმაყოფილოს

დღეს პუტინი, კრემლი ცდილობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

მან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ითქვა, რომ პრაქტიკულად, აფხაზეთის მოსახლეობის 70% რუსეთის მოქალაქის სტატუსს ატარებს და დარჩენილი 30%-სთვის არის ეს გაკეთებული. სრული ნებაყოფლობითი ანექსიაა, ოკუპაციაზე აღარ ვლაპარაკობ, რომელიც ძალიან სერიოზული ტემპით მიდის.

ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას გააგრძელებს და სანამ თავის პოლიტიკას არ მიაღწევს, ყველაფერს გააკეთებს იმის მისაღწევად, რომ კვერით და თაფლით საბოლოოდ ყველას ინტერესები დააკმაყოფილოს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბიზნესმენთა გარკვეულ ჯგუფზე, რადგან რუსეთის ბიზნესი ატარებს ხელისუფლების ხასიათს და მის კვალდაკვალ მიჰყვება მის პოლიტიკას. განუყოფელია ბიზნესი, პოლიტიკა, მით უმეტეს, რუსეთის პირობებში“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მისი თქმით, „თაფლისა და კვერის პოზიცია“, რომელსაც კრემლი ეწევა, ალბათ, საბოლოოდ, თავს იჩენს და უფრო მეტ რამეს გაიღებს კრემლიც.

„საქმე ისაა, რომ აფხაზი ხალხი მაინც ტრადიციულია, ის ასე იოლად არ დათანხმდება იმას, რასაც რაღაცის მიწოდება თუ ლაქუცი ჰქვია. შეეცდება, ბოლომდე პრინციპული იყოს და თავის პოზიციაზე იდგეს“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მისი განმარტებით, უნდა დალაგდეს სიტუაცია და პრაგმატულად შეხედონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

„იყო ომი, გავიდა 30 წელზე მეტი. იქაც და აქაც სხვაგვარად ვუყურებთ აფხაზურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას. ამიტომ, სანამ ამას არ გაითავისებენ სოხუმში, მანამდე იქნება ეს იწილო-ბიწილო. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში იქნება მთელი აფხაზეთის მოსახლეობა“,-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს