ნიკა გვარამია - წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას იბარებენ, ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს კი არ ახსენებს „ქოცების კომისია“ - ამას ვხედავთ და რა ჰქვია, ისიც ვიცით

წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე, პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს „ქოცების კომისია”, ამას ვხედავთ და რა ჰქვია, ისიც ვიცით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, წინა ხელისუფლების საქმიანობის შესახებ კომისიაზე დაიბარეს ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელია, რომლებიც მაშინ პოლიტიკაში საერთოდ არ იყვნენ.

„ენის ტლიკინს შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია... კარგად ვხედავთ ყველაფერს.

მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას“ და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე და ამის მერე ერთი დაიჭირეს და მეორეს მალე დაიჭერენ, საერთოდ რომ არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს, ამის პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს „ქოცების“ “კომისია”, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით.

დადუმდით ახლა... თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული!“ - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს