ალექსანდრე ლუკაშენკო - ქართველები კარგად გვექცევიან, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება ნორმალურია - მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მტრები ვართ, მაგრამ მომხრე ვართ, რომ ოსებმა და აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ, როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია, - ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ნიკოლაი როგაშჩუკს, რომელიც საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა.

„ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია. არ ვერევით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ადამიანებისთვის. ეს ჩვენი პოზიციაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება