თეა წულუკიანი სტაჟიორებს - რომელმა იცით, ვის ეკუთვნის ისტორიული გამოთქმა „მიშა მოვდივარ“ - არ ვიცით, ამაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ვასწავლოთ

კითხვა მინდა დავსვა სტაჟიორების მიმართ - ვის ეკუთვნის გამოთქმა „მიშა მოვდივარ“, რომელმა იცით?! ხელი აწიეთ, ნუ მოგერიდებათ, - ამ შეკითხვით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს.

წულუკიანმა მიმართვას „მიშა მოვდივარ“ „ისტორიული გამოთქმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ასწავლონ.

„რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ კოლეგები თუ არ გამიბრაზდებიან, კითხვა მინდა დავსვა, ოღონდ სტაჟიორების მიმართ, სანამ ბატონი ლევანი [გაჩეჩილაძე] შემოსასვლელად მოემზადება.

ჩვენი სტაჟიორები სერიოზული ხალხია, რაკი პარლამენტში მოინდომეს სტაჟირება, ალბათ, პოლიტიკაც აინტერესებთ, თორემ სხვა უწყებაში მოისურვებდნენ სტაჟირებას. ზოგი ჟურნალისტიკას სწავლობს, ზოგი სამართალმცოდნეობას ეუფლება, საერთაშორისო სამართალს, ეკონომიკას და ა.შ. ვის ეკუთვნის გამოთქმა „მიშა მოვდივარ“, რომელმა იცით?! ხელი აწიეთ, ნუ მოგერიდებათ. ვინ იცით, ვის ეკუთვნის გამოთქმა „მიშა მოვდივარ“... არ ვიცით, ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ვასწავლოთ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოთქმა და ამ გამოთქმის ავტორს მოვუსმენთ ახლა, ჩვენ და უკვე აქედან რომ წახვალთ, ისტორიის გაკვეთილიც მიღებული გვექნება ყველას ერთად“, - განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს