Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში, 24-25 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძოდ, შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით იმოძრავებს.

„კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდება ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით, თავად კვაჭაძის ქუჩაზე კი მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით.

იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები გზას ჩვეული მარშრუტით გააგრძელებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N329 და N363 ავტობუსები სოფელ თხინვალას მიმართულებით ლეო კვაჭაძის ქუჩით იმოძრავებენ ცალმხრივად, უკუმიმართულებისას კი გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას, რის შემდეგაც, N363 ავტობუსი დადგენილი სქემით გადაადგილდება, ხოლო N329 ავტობუსი პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას, შემდეგ კი გზას ჩვეული სქემით გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს