ვიქტორ ორბანი - თუ უკრაინას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაგეგილ გამოკითხვაში უნგრელები მხარს დაუჭერენ მთავრობის პოზიციას და ხმას უკრაინის ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემენ.

მედიის ინფორმაციით, ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას, გრძელვადიან პერსპექტივაში, სურს მილიონიანი არმიის შენარჩუნება და ევროპელებს მოუწევთ ამ არმიის შენახვის დაფინანსება იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, დასავლეთ ევროპის შეიარაღებული ძალები გააძლიერონ.

„უნგრეთს სურს უკრაინის ევროკავშირის მიღმა დატოვება, რადგან თუ ჩვენ მას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინიდან მომდინარე ენერგეტიკულ საფრთხეზე და უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის განზრახვაზე, უარი განაცხადოს რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვაზე.

ორბანის თქმით, რუსეთიდან მიღებული გაზისა და ნავთობის გარეშე, უნგრეთს სხვა წყაროებიდან მიღებული გაზისთვის წელიწადში დამატებით 800 მილიარდი ფორინტის გადახდა მოუწევს. მისი გათვლებით, უნგრელებს ელექტროენერგიისთვის ორჯერ მეტის გადახდა მოუწევთ, გათბობის გადასახადი კი ოთხჯერ გაიზრდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს