საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ტერმინთბანკის ონლაინ ვერსიის პირველი პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის პარტნიორობით, გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიება თემაზე - „ტერმინოლოგიური მუშაობის თანამედროვე მიდგომები”.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო ღონისძიებაზე „ტექნიფორმისა“ და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის კოლაბორაციით, ქართული ტერმინთბანკის ონლაინ ვერსია პირველად იქნა წარდგენილი.

ღონისძიება, რომელშიც სტუ-ის სამეცნიერო წრეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორმა, პროფესორმა ნელი მახვილაძემ გახსნეს.

როგორც სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ სივრცეში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ტერმინოლოგიაზე მუშაობის თანამედროვე მიდგომების შემუშავება, უდავოდ, მნიშვნელოვანი პროცესია.

„სწრაფად განვითარებად და სწრაფად ცვლად ტექნოლოგიურ სივრცეში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ტერმინოლოგიის სრულყოფასა და ახალი ტერმინების შექმნაზე მუშაობისას უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მიდგომები სამეცნიერო კომუნიკაციის თანმიმდევრულობის, სიზუსტისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ტერმინოლოგიური ბანკების შექმნა და განვითარება, როგორიცაა ქართული ტერმინთბანკი, არა მხოლოდ ენის განვითარების ინსტრუმენტია, არამედ სტრატეგიული რესურსია, რომელიც ხელს უწყობს განათლებას, კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მეშვეობით, მეცნიერებს დიდი წვლილი შეაქვთ ენის, როგორც ცოცხალი და მუდმივადგანვითარებადი ფენომენის დაცვასა და მის ადაპტირებაში თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოთხოვნებთან. გარდა ამისა, ქართული ტერმინთბანკის პირველი ონლაინ ვერსიის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს პოზიციის გასამტკიცებლად“, - განაცხადა მიხეილ ჯანიკაშვილმა.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა ქართული ტერმინთბანკის მნიშვნელობის, მისი შექმნის ეტაპების, შემდგომი დამუშავების საჭიროებისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული სხვადასხვა გამოწვევის შესახებ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე მეცნიერებმა დეტალურად განიხილეს და შეაფასეს ქართული ტერმინთბანკის პირველი საცდელი ონლაინ ვერსია, რომელმაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება