კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - “საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები” გაიხსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰიბრიდული ფორმატით გაიხსნა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია სახელწოდებით - “საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები”.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პოლონეთისა და საქართველოს ეგიდით იმართება. მისივე თქმით, კონფერენციით კიდევ უფრო გამყარდება საქართველოსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებით.

"ეს არის რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია. დღეს, ქართულ-პოლონური ინიციატივით, შემოგვაქვს ახალი მიმართულება, უსაფრთხოების კვლევები, რომელიც საქართველოს მასშტაბით, პირველი ჩვენს უნივერსიტეტში დამკვიდრდება. კონფერენციაზე მონაწილეობდა 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტი, მათ შორის, ყაზახეთის რესპუბლიკიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. მთავარი იდეაა, რომ ამ კონფერენციით კიდევ უფრო გამყარდება საქართველოსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა აკადემიური და სამეცნიერო მიმართულების კუთხით. ჩვენი უნივერსიტეტი ლიდერია პოლონურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებით. მე თავად გახლავართ პოლონეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი, ასევე წარმოვადგენ პოლონეთის ოსტროვეცის უნივერსიტეტს”, - აღნიშნა მაისაიამ.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს შემდეგი თემატური სექციები: გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოება, მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და კიბერუსაფრთხოება, კონფლიქტები და თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების პროცესები, თანამედროვე პოლიტიკური პროცესები.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმაც. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია მოხდეს აზრების გენერირება, რომელიც უსაფრთხოებასთან, კიბერსაინფორმაციო ომთან და პროპაგანდასთან არის დაკავშირებული.

“მეორედ იმართება ჩვენთან კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის არის. კონფერენციაში უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ძალიან ბევრი სტუდენტი მონაწილეობს. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილებაა საერთაშორისო ურთიერთობების, მედიის და სამართლის სფეროს მიმართულებით სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, რათა იდეების გაცვლა მოხდეს. მნიშვნელოვანია მოხდეს ისეთი აზრის გენერირება, რომელიც უსაფრთხოებასთან, კიბერსაინფორმაციო ომთან, პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ, კოლაბორაცია მნიშვნელოვანია. თანამედროვე განათლებაც იმ მიმართულებით მიდის რომ, ეს გადაკვეთა განათლებებში, უფრო მეტ ეფექტს გვაძლევს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, გამორჩეული კონფერენციაა”,- აღნიშნა ზაზა ცოტნიაშვილმა.

როგორც კონფერენციაში მონაწილე სტუდენტი, დემეტრე ლომაძე აღნიშნავს, მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები ხელს უწყობს აკადემიურ პერსონალს შორის აზრთა გაცვლას, ახალი თეორიების და პრაქტიკული შეფასებების აღმოჩენას.

“ჩემი თემა შეეხება ევროკავშირის დიფერენცირებულ ინტეგრაციას, რაც უმნიშვნელოვანესია ამჟამინდელი გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე, როგორც ევროკავშირის, ისე ქართული საზოგადოებისთვისაც, აკადემიური წრისთვის”, - აღნიშნავს სტუდენტი.

ინფორმაციისთვის, კონფერენცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის ფაკულტეტისა და იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი ორგანიზებით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო