საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-სთან სამხედრო კონსულტაციების მორიგ რაუნდს მასპინძლობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით.

„სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების სტატუსი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ერთობლივი შეფასების პროექტი და ასევე მიმოიხილეს პარტნიორობის სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც გაეცნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროექტებს.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება სამუშაო შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, რაც ექსპერტთა დონეზე სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვის ფორმატს წარმოადგენს”,- აღინიშნება ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება