ტატო ქელბაქიანი - 26 მაისი სახალხო დღესასწაულია და ჩვენი მიზანია, იმ ხალხმა ჩაატაროს ღონისძიება, ვინც მართლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას - ვიცით, რომ “ქართული ოცნებაც“ გეგმავს და ჩვენ არ ვაპირებთ, ხელი შევუშალოთ

26 მაისი სახალხო დღესასწაულია და ჩვენი მიზანია, ვინც მართლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას, იმ ხალხმა ჩაატაროს ღონისძიება და ასეც იგეგმება, - ამის შესახებ ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” 26 მაისთან დაკავშირებით განაცხადა.

ქელბაქიანის თქმით, ისინი არ აპირებენ, ხელი შეუშალონ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც ასევე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება.

“ეს რეჟიმი სიყალბის განსახიერებაა და ნებისმიერი მათი აქტივობა არის ის, რომ ძირითადად, ფუთავენ, ამოფარებული არიან ფსევდო ღირებულებებს, პატრიოტულ კომპონენტებს. რეალურად, ეს სახალხო დღესასწაულია და ჩვენი მიზანია, ვინც მართლა ამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას, იმ ხალხმა ჩაატაროს ეს ღონისძიება და ასეც იგეგმება.

ჩვენ ვიცით, რომ ისინიც (“ქართული ოცნება”) გეგმავენ და არ ვაპირებთ, რომ ხელი შევუშალოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სივრცე, უკვე ოფიციალური წერილიც გვაქვს შეტანილი მერიაში, რამდენიმე ორგანიზატორმა მივმართეთ.

15:00 საათიდან იწყება მარშები და მსვლელობები და სადღაც 17:00 საათიდან იწყება ღონისძიების ძირითადი ნაწილი. დაახლოებით, რუსთაველის თეატრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე ტერიტორია გვექნება ათვისებული”, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება