„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის

პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნისა და წარმოების ზრდის პარალელურად კომპანია კიდევ უფრო გაფართოვდა, რასაც ტექნოლოგიური განახლებაც მოჰყვა. „ფავორიტის“ ტერიტორიაზე აშენდა ახალი, 450 კვ.მ „ფართობის“ ოფისი, სადაც ერთ სივრცეში მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტის, მათ შორის გაყიდვების, სერვისებისა თუ დიზაინერთა გუნდები. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამგვარი განახლება კიდევ უფრო მოქნილს ხდის მუშაობის პროცესს.

„ახალ საერთო სივრცეში გადასვლა მოქნილობას ზრდის როგორც „ფავორიტის“ გუნდისთვის, ისე დამკვეთებისთვის. სრულიად გამორჩეული და თანამედროვე გარემო ჩვენთან მოსულ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მიიღოს სრული მომსახურება ერთ სივრცეში და პარალელურად თვალი ადევნოს წარმოების პროცესს.

დიზაინზე თავიდან ბოლომდე ჩვენმა თანამშრომელებმა ანი გობრონიძემ და ნათია გულორდავამ იმუშავეს. ინტერიერის დიზაინი დაგეგმარებულია იმგვარად, რომ არ ყოფილიყო კაბინეტები და დაყოფილი დეპარტამენტები. აღნიშნული კონცეფციაა ამარტივებს სამუშაო პროცესს და შესაძლებელს ხდის კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. ჩვენი კომპანიის სტრუქტურიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომელს შეუქმნას თანასწორ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა, ახალი შენობის ინტერიერიც სწორედ ამ მთავარ ღირებულებაზე დაყრდნობით შეიქმნა“, - განმარტეს „ფავორიტი სტილში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ განვითარებასა და სიახლეების დანერგვას, რაც ბეჭდვისა და შეფუთვების სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება