ნორვეგიის ელჩი - საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი აცხადებს, რომ საქართველო “შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე“ დგას.

ნორვეგია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციაზე საქართველოს „ხელისუფლების ზეწოლის“ გამო.

ასევე, ელჩი ჰოვლანდი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული „რეპრესიული კანონების“ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ „დემოკრატიაზე თავდასხმა“ მიუღებელია.

“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებით, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”, - წერს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება