ვახტანგ ძაბირაძე - პარტნიორებისგან განცხადებების დრო წავიდა, ქმედებების დროა, მალე დაიწყებენ ქმედებებს - დაპატიმრებების გაგრძელება შექმნის სიტუაციას საზოგადოებაში, რასაც შეიძლება „ბოლო წვეთის“ პრინციპი მოჰყვეს და ამ „ბოლო წვეთის“ ძალიან მეშინია

რაც უფრო გაააქტიურებს ხელისუფლება რეპრესიებს, მით უფრო აქტიური გახდებიან ჩვენი პარტნიორები, - ამის შესახებ

პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პროტესტი თუ უმართავი გახდება, ეს ძალიან საშიშია, რადგან ის „გაანადგურებს არა მარტო ხელისუფლებას“.

„ამ ეტაპზე არ ველოდები, რომ ამას რამე დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვება, მაგრამ პროტესტი მოჰყვება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო გაააქტიურებს ხელისუფლება რეპრესიებს, მით უფრო აქტიური გახდებიან ჩვენი პარტნიორები. უბრალო განცხადებების დონეზე კი არ დარჩება, მაგალითად დღეს რომ ელჩებმა გააკეთეს განცხადება. განცხადებების დრო წავიდა, ახლა ქმედებების დროა. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენი პარტნიორები დაიწყებენ ქმედებებს. კონკრეტულად სანქციები იქნება თუ სხვა არ ვიცი. უამრავი ბერკეტი აქვთ.

დაპატიმრებების გაგრძელება შექმნის იმ სიტუაციას საზოგადოებაში, რასაც შეიძლება მართლაც ბოლო წვეთის პრინციპი მოჰყვეს, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ამ ბოლო წვეთის ძალიან მეშინია, იმიტომ, რომ დღეს თუ ეს პროტესტი ქუჩაში გადმოიღვარა, არ ვიცი როგორ დასრულდება. არსებობს სამწუხარო გამოცდილება სხვა ქვეყნებში ასეთი ვითარების, როდესაც პროტესტი მართული არ არის და სპონტანურად ხდება მისი თუნდაც ელემენტარული რაღაცის გამო ქუჩაში გამოსვლა. უმართავი პროცესი, რა თქმა უნდა, გაანადგურებს არა მარტო ხელისუფლებას. სროლასაც ვერ მოასწრებენ ეს ისეთი რამაა. ეს დამანგრეველი პროცესია და ძალიან არ მინდა აქამდე მივიდეს ქვეყანაში ვითარება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება