ჯინ შაჰინი - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელი და უსამართლოა - მსგავსი ქმედებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელიდა უსამართლოა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, - წერს ჯინ შაჰინი.

მისი თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დავდგები და ვამაყობ, რომ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას ვუძღვები, “MEGOBARI აქტს”, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს ჯინ შაჰინი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება