საქართველოს რკინიგზა - მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია - ეს პროექტი ქვეყნის სარკინიგზო და სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მოდერნიზაციის პროექტის დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ლაშა აბაშიძე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის დეტალები გაიარა.

„გენერალურმა დირექტორმა ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური, მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი, მშენებარე ხანძარ საწინააღმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტრო ცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია - სახანძრო სისტემების, ვიდეო სათვალთვალო კამერების, დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განმარტა, რომ მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ქვეყნის სარკინიგზო და სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის, სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება