ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე - ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია

ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვია, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

„უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, როგორც სრული, ისე მხოლოდ ჰაერში. ამ ყველაფრის იგნორირება მოხდა. ნათელია, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით დიდი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებულ ნაბიჯებს აშშ-ის, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველით. მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ დაწესებული დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შემდეგ კიევში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„ღამით ქალაქში არაერთი ხანძარი და აფეთქება მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და ბიზნესები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს. მათი მთავარი სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს