26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი - ამ დღესასწაულზე საზოგადოება, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, აკეთებს სხვადასხვა სახის პროგრამას, გამოფენებს, საბავშვო და შემეცნებით ღონისძიებებს - ეს იქნება მშვიდობიანი დღე

26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკის.

როგორც საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაცია „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ანა რიაბოშენკომ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დღე მშვიდობიანი იქნება.

„ამ დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოების ყველა ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ერთიანდება და ყველა აკეთებს სხვადასხვა სახის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გამოფენებს, საბავშვო და შემეცნებით ღონისძიებებს. ეს არის დღე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად, ეს იქნება მშვიდობიანი დღე, ეს დღე იქნება ყველასთვის, ამიტომ ველოდებით ყველას რუსთაველზე, 26-ში, რათა ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ასე სისხლით და წვალებითაა მოპოვებული და რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ“,- განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ანა რიაბოშენკომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება