საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პორტუგალიის დელეგაციამ გამოხატა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

„პორტუგალიის წარმომადგენლების ინტერესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არსებული საფრთხეები და შესაძლებლობები.

მხარეებმა გამოხატეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს