„წინააღმდეგობის პლატფორმა“ - ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს,- ამის შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის” განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში.

დღე, როცა გამოცხადდა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, ჭეშმარიტ ქართულ, მაშასადამე, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ეს საზეიმო დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.

26 მაისს საქართველოს მთავარ გამზირზე სწორედ ამ სულისკვეთებით ვიკრიბებით - ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ერთხმად და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, დაუბრუნებს საქართველოს მის კუთვნილ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში.

“ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.

ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი.

26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე” , - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება