ბაია პატარაია - 15:00  საათიდან ველოდებით ყველას, იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი - ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ გადასარჩენი და დასაცავია

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველოს პარლამენტთან ბრიფინგი გამართეს, სადაც საზოგადოებას აქციის მიზნები, ფორმატი და მნიშვნელობა გაცნეს.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, “საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე დაიწყება.

მისივე განმარტებით, ადგილზე მისული საზოგადოება მრავალფეროვან ღონისძიებას იხილავს.

„3 საათიდან ველოდებით ყველას. ეს იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი. ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ გადასარჩენი და ისევ დასაცავია. თქვენ ნახავთ მრავალფეროვან ღონისძიებებს. მაგალითად, პირველი სკოლის წინ ადგილს დაიკავებენ ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები და გამომცემლობები. უშუალოდ გზაზე სტუდენტები წარმოგვიდგენენ გამოფენას და დისკუსიებს. ცისფერი გალერეის წინ ძალიან ბევრი გამოფენა იქნება, რომელიც პირველ რესპუბლიკას მიეძღვნება. მთელი ეს ტერიტორია იქნება ათვისებული შინაარსობრივი განხილვებით, რომელიც მიეძღვნება როგორც უახლესი წარსულის, ასევე სამომავლო გეგმების განხილვას. გელით ყველას!

ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია, ეს იქნება უფრო საზეიმო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არსებობს. 180 დღეა პარლამენტის წინ წინააღმდეგობა მიდის და შინაარსობრივად ეს ამით იქნება დატვირთული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი

- ველოდებით ბავშვებს, ოჯახებს”, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

გარდა ამისა, განცხადება გააკეთა ღონისძიების კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა და განმარტა, რომ ღონისძიებას ეტაპობრივად 6 მსვლელობა შემოუერთდება.

“ამ ღონისძიებას შემოუერთდება 6 მსვლელობა - იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში, პროფკავშირების საჯარო მოხელეთა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, იქნება აღლუმი დაორგანიზებული, ასევე იქნება ხელოვანების მარში ფილარმონიიდან, “ძლიერი საქართველოს” მარში მარჯანიშვილიდან და “ფედერალისტების” მარში რუსთაველის გამზირიდან. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ როგორც ამ მსვლელობით შემოუერთდნენ ღონისძიებას, ან პირდაპირ შეუძლიათ მოვიდნენ, რუსთაველის გამზირზე, სადაც საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიებები ელოდებათ საპროტესტო ელემენტებით”, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება