საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯები. ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც პარტნიორებისგან აქტიურ ყურადღებას საჭიროებს.

ქართულმა მხარემ ესპანეთის დელეგაციას გააცნო რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, გამოთქვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კონსტრუქციული ჩართულობის მზადყოფნა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება