ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე საჭირო ზეწოლით - პუტინი უნდა აიძულონ, რომ არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე იფიქროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიოს მხრიდან რეაქციის არარსებობა რუს დიქტატორს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებისკენ უბიძგებს.

„რუსებმა გუშინ ღამით 300-მდე დრონი გაუშვეს, რომელთა უმეტესობა „შაჰედები“ იყო. კიდევ 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სამიზნეები იყო ქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერნიგოვის, სუმის, ოდესას, პოლტავას, დნეპროვსკის, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დაინგრა და დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები. კიევში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის საერთო საცხოვრებლები დაზიანდა. არიან დაშავებულები და დაღუპულები, მათ შორის ბავშვები.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული თავდასხმა საკმარისი საფუძველია ახალი სანქციების დაწესებისთვის.

„რუსეთი ამ ომს ახანგრძლივებს და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანების დახოცვას. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი მხოლოდ პუტინს ამხნევებს. რუსეთის ხელმძღვანელობაზე ნამდვილად ძლიერი ზეწოლის გარეშე, ეს სისასტიკე ვერ შეჩერდება. სანქციებს ნამდვილად შეუძლია დახმარების გაწევა. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება - შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე საჭირო ზეწოლით. პუტინი უნდა აიძულონ, რომ არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე იფიქროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო