უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000  1000-ზე გაცვლის მესამე ეტაპი შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000 1000-ზე გაცვლის ფორმატის მესამე ეტაპი შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ტყვეობიდან კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა.

„უკრაინასა და რუსეთს შორის 1000 1000-ზე ფორმატით ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი გაიმართა, რაზეც მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ტყვეების გაცვლის საბოლოო ეტაპი იყო და შედეგად, სახლში 1 000 უკრაინელი დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი პარასკევს შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი. გაცვლის მეორე ეტაპი კი გუშინ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ ტყვეობიდან 307 ადამიანი დააბრუნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს