მამუკა მდინარაძე - საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს - ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა

საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მდინარაძის თქმით, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამას „ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა!“.

„ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია!

მამული, ენა, სარწმუნოება - ერის მთავარ სლოგანადქცეული ტრიადა!

რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია - საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს!

ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა! ქართული გენეტიკური კოდი უზრუნველყოფს, რომ მუდამ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!

26 მაისი ჩვენი დღეა!

მეამაყება რომ ვარ ქართველი!

მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა!“,- წერს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს