ნიდერლანდების ელჩი - მსურს, ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე - ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია

საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას.

როგორც დიპლომატი X-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნავს, ნიდერლანდები საქართველოს სანდო პარტნიორი და მეგობარია.

„ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მსურს ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართველოს!“,- განაცხადა ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება