მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ დღეს ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ყოველდღიური საქმე - ჩვენი ვალია, შევძლოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა და სტაბილურობა

ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური დღეა.

“დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, იმისთვის, რომ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, შევძლოთ, რომ დავიცვათ და შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა და ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც უოცნებიათ ჩვენს წინაპრებს, ვოცნებობთ ჩვენ და გვინდა, რომ იყოს ჩვენი შვილებისთვის“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ პარტნიორებისგან ბევრი მილოცვა მიიღო.

“საკმაოდ ბევრი მოლოცვა მივიღეთ, ეს პროცესი გრძელდება. დღეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკდებლობის დღე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები გვილოცავენ. ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ეს დღე გაზიარებულია მათ მიერ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მან კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს მცხეთაში უმასპინძლებს სტუმრებს. ორგანიზებული იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, გვექნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებსაც დავუთმოთ დრო. გვეყოლებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც შეასრულებენ სიმღერებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩო, ყველა დიპლომატი ზეიმობს ამ დღეს და ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი, განსაკუთრებით ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა ამ დღესთან დაკავშირებით ეზიარონ ქართულ კულტურას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო