ირაკლი კუპრაძე - მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს - გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის მოედნიდან მარშით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აჩვენოს ქართველმა ხალხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები, რაც არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო.

„26 მაისს მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. მარჯანიშვილის მოედნიდან მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ. გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე. ამ დღეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები - ეს არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო, თავისუფალი საქართველო პოლიტპატიმრებისგან და ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან“,-განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება