გიორგი გახარია - დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს - სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს - სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის არაერთ ბრძოლას გაუძლო, თუმცა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.

სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ღირსეული მომავალი ექნებათ.

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“- წერს გახარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს