საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

„დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს“ - ამ სლოგანით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

პარლამენტის შენობასთან მისვლამდე ისინი ფილარმონიასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან, სადაც ასევე პროტესტის მონაწილეები იკრიბებიან. ამის შემდგომ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან და სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“, „უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

“აქცია მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ იქნა ორგანიზებული. დღეს სულ სხვა სიტუაციაა, როდესაც აქცია სრულიად საზოგადოებამ დააორგანიზა . პარლამენტთან იქნებიან სტუდენტები, პოეტები, რეჟიმის ტყვეების ოჯახები, პოლიტიკოსები და ა. შ. მთავარია ერთიანობის შენარჩუნება. დღეს შესაძლოა იყოს პროვოკაციები, მთავარია არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და საკადროსად აღვნიშნოთ ეს დღე.

დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს”, მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ჭანტურიამ აქციაზე მყოფებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს