მამუკა ხაზარაძე - ვულოცავ ყველას, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას, უნდა დასრულდეს

[დამოუკიდებლობის დღე] მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ იმ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას, უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფება, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირისკენ მარში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დამოუკიდებლობის იდეა საქართველოს არასდროს არ ტოვებს იმიტომ, რომ საქართველოს გადარჩენის საიდუმლოება სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ემიგრაციას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პოლიტპატიმრებს. მინდა ვუსურვო სიმხნევე, სიმტკიცე. ეს მათი დღეც არის, მათი ღვაწლია, შრომა და თავდადება დღევანდელი დღისთვის. მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ იმ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას უნდა დასრულდეს.

დამოუკიდებლობა როცა იქნა გამოცხადებული, 1918 წელს, იმ დღიდან ქვეყანამ გაიარა უამრავი წინააღმდეგობა, უამრავი ბრძოლა, უამრავი სისხლი, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა საქართველოს არასდროს არ ტოვებს იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება არ არის მხოლოდ 26 მაისის აღნიშვნა, თავისუფლება პირველ რიგში პიროვნული თავისუფლებაა, თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა და პროტესტი იმისა, რომ არასდროს არ დავემონებით არავის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი