რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

„26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღეა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს.

არსებობის არასრული სამი წლის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, ხოლო მისი ხელისუფლების მიერ რუსული ოკუპაციის არაღიარება გახდა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება