ალეკო ელისაშვილი - ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, გარშემო სვავები არ ჩერდებიან და უკვე მოძებნეს პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის „ორჯონიკიძეები“ და „მახარაძეები“ - ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად

ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მუდმივი დაცვა და ბრძოლა სჭირდება.

“ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ისეთი რამ არის, მუდმივად უნდა დაიცვა, მუდმივად უნდა იბრძოლო, მუდმივად უნდა გაუფრთხილდე იმიტომ, რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები.

რთულია, მძიმე ბრძოლაში ვართ, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რა ვქნათ, საქართველო ერთადერთია და მისთვის ბრძოლაც ღირს, ნერვების მოშლაც და ძალიან მომქანცველ, შეუპოვარ ბრძოლაში შესვლაც. ასე რომ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი